მოგესალმებით “თბილისის საარბიტრაჟი ინსტიტუტის" ვებ-გვერდზე!
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია მოგესალმოთ თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის სახელით. ინსტიტუტის, რომლის შექმნის იდეაც ჩვენს ქვეყანაში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების გამოყენებად მექანიზმად ქცევას უკავშირდება. გვქონდა სურვილი შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლიც ფიზიკურ და იურიდიულ პირების მისცემდა საშუალებას ესარგებლათ ODR-ის უპირატესობებითა და იმ საოცარი რესურსით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვანწილად გამოუყენებელია.
წინამდებარე ვებ-გვერდის კონცეფციაზე მუშაობისას, მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ინოვაციურთან ერთად იქნებოდა მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული და კომფორტული. თუ თქვენ ეხლა ამ ტექსტს კითხულობთ, მაშინ თქვენი შესაფასებელია, რამდენად გამოგვივიდა.
ჩვენ მუდმივად ვეცდებით, ვუპასუხოთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოწვევებს და დავნერგოთ ის სიახლეები, რომელიც კიდევ უფრო შეგიწყობთ ხელს საქართველოში მიიღოთ მაღალი ხარისხის სერვისი თქვენი დავების გადაწყვეტისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
ლევან ჯანაშია
"თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის" თავმჯდომარე