კალკულატორი
დავის ღირებულება
მოსმენის ფორმა
მოსაკრებლის ოდენობა
დავით გელაშვილმა იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მან 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
დავითი 2008 წლიდან დღემდე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის „BDO ლეგალის’’ პარტნიორია. იგი ამავე კომპანიაში იურისტის პოზიციას 2004 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. ის ასევე, არის საინვესტიციო კომპანია J.L. Investments Georgia, Маccaferri, Kartli Generation-ის დირექტორი, 2015 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი, 2017 წლიდან GIPA- ს მოწვეული ლექტორი, 2008 წლიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოწვეული ტრენერი, 2021 წლიდან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და 2022 წლიდან BRIPA-ს წევრი. ხოლო 2010 წლიდან 2016 წლამდე გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
დავითს აქვს 18 წლიანი გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში იურიდიული მრჩევლის სტატუსით შემდეგი მიმართულებებით: უძრავი ქონების ტრანზაქციების, კორპორატიული გარიგებების, საგადასახადო საკითხების და სხვა სამართლებრივი თემების ანალიზი, due diligence და იურიდიული დასკვნები. წარმატებული პრაქტიკა საგადასახადო და კერძოსამართლებრივი დავების წარმოებაში. ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომელიც ითვალისწინებს სალიცენზიო და სანებართვო საქმისწარმოებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროსათვის.