კალკულატორი
დავის ღირებულება
მოსმენის ფორმა
მოსაკრებლის ოდენობა
მიღებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განმახორციელებელი ევროკომისიის (CEPEJ) მიერ 31-ე პლენარულ სხდომაზე, ქ. სტრაზბურგი, 3-4 დეკემბერი, 2018
წინამდებარე ეთიკის კოდექსი განმარტავს რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპს, რომელთაც სურთ მიმართონ მედიაციის ცენტრებმა, ინსტიტუტებმა ან სხვა მედიაციის პროვაიდერებმა თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე. აღნიშნული შესაძლებელია გამოიყენონ მედიაციის პროვაიდერებმა (მათ შორის, ყველა დასაქმებულმა და მათთან დაკავშირებული პირმა), რომლებიც სთავაზობენ მედიაციით მომსახურებას სამოქალაქო, კომერციული, საოჯახო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალთან დაკავშირებული დავების მოსაგვარებლად.
წინამდებარე ეთიკის კოდექსი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 2004 წლის მედიატორთა ევროპული ეთიკის კოდექსთან ერთად, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ეგიდით[1], ასევე ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან და სხვა რესურსებთან ერთად, რაც დაკავშირებუია მედიაციასა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა საშუალებებთან.[2] ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლებს შეუძლიათ იხელძღვანელონ წინამდებარე ეთიკის კოდექსით, როგორც მედიაციის პროვაიდერებისთვის შეტავაზებული საბაზისო სტანდარტით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მედიაციის გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად.
‘’მედიაციის პროვაიდერი’’ - ნებისმიერი საჯარო ან კერძო პირი (მათ შორის, სასამართლოსთან არსებული მედიაციის ინსტიტუტი), რომელიც ადმინისტრირებას უწევს ნებისმიერი პროფესიისა და წოდების მქონე მესამე ნეიტრალური პირის (შემდეგ - მედიატორი) მიერ წარმართულ პროცესს. მედიაციის პროვაიდერი ორგანიზაციის დახმარებით მედიატორი უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას მხარეებისათვის დავის მორიგებით დამთავრების თვალსაზრისით.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა ხარისხისა და კომპეტენციის შესაბამისი დონის მიღწევისათვის და ამ მიზნით უზრუნველყონ:
ა. საკმარისი კაპიტალი (ფულადი სახსრები), ადმინისტრაციული მართვის უნარი და მედიატორთა საკმარისი ოდენობა შესაფერისი მომსახურების გასაწევად;
ბ. ყველა შესაბამის შიდასახელწიფოებრივ კანონმდებლობასთან და წესებთან მიმართება;
გ. მედიატორები, რომლებიც მუშაობენ პროვაიდერი მედიაციის ცენტრების ხელშეწყობით. ეს მედიატორები კვალიფიცირებულნი უნდა იყვნენ მედიაციის პროცესის წარსამართად, რისთვისაც გავლილი უნდა ჰქონდეთ დავის გადაწყვეტისა და მედიაციის ტექნიკის საბაზისო და განგრძობითი სწავლების კურსი, ან ფლობდნენ შესაბამის აკრედიტაციას და/ან გავლილი უნდა ჰქონდეთ სასერტიფიკატო კურსები;
დ. მედიატორები, რომლებიც მუშაობენ პროვაიდერი მედიაციის ცენტრების ხელშეწყობით, მიიჩნევიან კომპეტენტურებად გარკვეული ტიპის დავების გადასაწყვეტად, რომლებიც მათ სამუშაო გამოცდილებას შეესაბამება;
ე. მედიატორთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტური მექანიზმის არსებობა;
ვ. მედიაციის პროვაიდერებისა და მათთან დაკავშირებული მედიატორების მიერ საქმიანობის სათანადოდ და ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობის განხორციელება, გაწეული მომსახურებით ხარისხის თაობაზე მომხმარებელთა გამოკითხვა;
ზ. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვან მაჩვენებლებთან დაკავშირებით;
თ. სამდივნოს ან საქმეთა ადმინისტრიტების განყოფილების თანამშრომელთა სათანადო დატრეინინგება მედიაციის პროცესის მხარეთა და მედიატორთათვის წარმართვის ხელშესაწყობად;
ი. სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მედიაციის პროცესის სესიების მოხერხებულ გარემოში გამართვა;
კ. მხარეთათვის მედიაციის პროცესისადმი ადვილად ხელმისაწვდომობა ონლაინ განცხადების წარდგენისა ან კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ლ. სათანადო ხარისხის მმართველობითი სისტემის არსებობა, ზედამხედველობის განხორციელება და საქმიანობის ეფექტურად შესრულება.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ განახლებადი ინფორმაციითა და მომხმარებელთათვის ადვილად ხელმისაწვდომი ვებ-გვერდის და/ან სხვა საშუალებების არსებობა, მედიაციის მომხმარებელთათვის ზუსტი და ადვილად აღქმადი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა. მედიაციის პროვაიდერის საქმიანობის არსი და ისტორია, პარტნიორთა სახელები, დაკავშირებული პირების, მმართველი გუნდისა და მთავარი დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაცია;
ბ. მედიატორთა სახელები, განახლებული ბიოგრაფიები და პროფესიული კომპეტენცია;
გ. მედიაციის პროცესი, მედიაციის წესები და მედიაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
დ. მომსახურების ხარჯები, მათი გამოთვლის წესი და მხარეთა შორის ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაცია;
ე. მედიატორთა მიერ აღიარებული ეთიკის კოდექსი.
მედიაციის პროვაიდერმა კომუნიკაციისას ან მარკეტინგული მიზნებით ქმედებების განხორციელებისას და მასთან დაკავშირებული მედიატორების მომსახურებასთან დაკავშირებით არ უნდა გაავრცელოს მცდარი, არასამართლიანი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა გამოიყენონ ევროპის მედიატორთა ქცევის კოდექსი მედიაციის სერვისის მინიმალური სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
მედიაციის პროვაიდერებმა თავიანთი საქმიანობა უნდა განახორციელონ შიდასახალმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირების შესაბამისად.
მედიაციის პროვაიდერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავის მონაწილე ყველა მხარის მიმართ და პრაქტიკოს იურისტებთან.
მედიაციის ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მიუკერძოებელად, ნეიტრალურად და დამოუკიდებლად.
მედიაციის პროვაიდერებმა არ უნდა განახორციელონ მედიაციის სერვისის შეთავაზება სხვა პროფესიული ან კომერციული საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, რაც დაკავშირებული არ არის დავის გადაწყვეტასთან.
მედიაციის პროვაიდერი ცენტრის თანამშრომლები, დაინტერესებული პირები და მასთან დაკავშირებული მედიატორები არ უნდა მოქმედებდნენ, როგორც ადვოკატები, მრჩევლები, დამხმარეები, ტრენერები, ან მოსამართლეები იმავე დავაში ან როგორც ერთ-ერთი მხარე დავის დასრულებამდე და დავის დასრულებიდან გონივრული ვადის განმავლობაში.
მედიაციის პროვაიდერებმა შესაძლოა გაითვალისწინონ სხვა შეზღუდვები და პროცედურები დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დასაცავად.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა დანერგონ პროცედურები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი ფაქტის, ინტერესის ან ურთიერთობის არსებობა, რომელიც გავლენას ახდენს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, ან რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის პროვაიდერი არის არაობიექტური ერთი მხარის საწინააღმდეგოდ ან მიკერძოებული მეორე მხარისათვის, მათ შორის:
ა. მედიაციის პროცესის ნებისმიერი მხარისგან, მათი ასოციაციებისგან (სადაც მხარეები არიან გაწევრიანებული) ან მრჩევლებისგან ნებისმიერი ეკონომიკური ინტერესისა ან შემოსავლის წყაროს (მაგალითად: საკუთრება, ფინანსური მხარდაჭერა, წლიური შენატანი, დაფინანსება და ა.შ.) არსებობა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე;
ბ. ნებისმიერი ინტერესი მედიაციის პროცესის შედეგთან დაკავშირებით;
გ. ნებისმიერი ფაქტი ან ურთიერთობა მხარესთან და მათ მრჩევლებთან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ან შექმნას ქმედების არაობიექტურად განხორციელების ეჭვი.
მედიაციის პროვაიდერებმა უნდა შექმნან და აწარმოონ საჩივართა განხილვის და დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი პროცედურები მედიატორთა და მედიაციის პროვაიდერებთან დაკავშირებული დავების განსახილველად.
მედიაციის პროვაიდერებმა უპირატესად უნდა ეცადონ დავის მშვიდობიანად გადაწყვეტა მოლაპარაკებისა და მედიაციის საშუალებით.
საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზოგად სტანდარტად აღიარებულია მედიაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევა. მედიაციის პროვაიდერებმა უნდა გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონფიდენციალურობის მაღალ დონეზე დასაცავად, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობითა და/ან შეთანხმებულია მხარეთა მიერ.
[1] ხელმისაწვდომია: <http://ec.europa.eu/civiljustice/adr/adr_ec_code_conduct_en.pdf>.
[2] ხელმისაწვდომია: <https://www.coe.int/en/web/cepej/cepej-work/mediation>.