კალკულატორი
დავის ღირებულება
მოსმენის ფორმა
მოსაკრებლის ოდენობა
გიორგი სვანაძე 2016 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY საქართველოს იურიდიულ დეპარტამენტს, 2018 წლის პირევლი ივლისიდან კი ამავე კომპანიის ასოცირებული პარტნიორია. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
გიორგი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული-პროფესორი. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში გიორგის საერთაშორისო კერძო- და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალურ პრაქტიკულ საკითხებზე მიწვეული მომხსენებლის სახით ჩატარებული აქვს არაერთი სემინარი თუ საჯარო ლექცია ადვოკატებთან, მოსამართლეებთან, ნოტარიუსებთან, საჯარო რეესტრის იურისტებთან და სხვა. იგი არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოსა და სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარების თანაავტორი და ასევე ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე შესრულებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.
გიორგი არის ბიზნეს-სამართლის ეროვნული ცენტრის (NCCL) ერთ-ერთი დამფუძნებელი, იგი შექმნის მომენტიდან აქტიურად იყო ჩართული ცენტრის მიერ ქართველი იურისტებისათვის ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.
გიორგი არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ – მიწვეული ექსპერტი.
გიორგის დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, იგი არის ბუცერიუსის სამართლის სკოლისა და ოტო ბაისჰაიმის სახელობის მენეჯმენტის სკოლის (გერმანია) მაგისტრი ბიზნეს-სამართალში, ხოლო ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია) დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია, რის საფუძველზეც მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული.