კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

„თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარის ლევან ჯანაშიას ვიზიტი ავსტრიაში

2018 წლის 12-15 დეკემბერს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ლევან ჯანაშია და ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე დ ავსტრიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის კლაუდია ბანდიონ-ორტნერის მიწვევით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდნენ. 

12 დეკემბერს ლევან ჯანაშია და გიორგი ცერცვაძე, როგორც სპეციალური სტუმრები დაესწრნენ ოფიციალურ საშობაო მიღებას ავსტრიის მართლმსაჯულების სასახლეში, რომელიც იუსტიციის მინისტრის იოზეფ მოზერის სახელით გაიმართა. მიღების ფარგლებში შედგა მოკლეარაფორმალური გაცნობითი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან იოზეფ მოზერთან და ყოფილ მინისტრთან ნიკოლაუს მიხალეკთან. ეს უკანასკნელი ავსტრიის მეორე რესპუბილიკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში (1990-2000 წლებში) ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს.  

14 დეკემბერს კლაუდია ბანდიონ-ორტნერთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო სფეროები და სამომავლო გეგმები. ლევან ჯანაშიამ და გიორგი ცერცვაძემ ქ-ნი ბანდიონ-ორტნერი საქართველოში მოიწვიეს.