კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

ინსტიტუტის შესახებ


თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული არბიტრაჟია, რომელიც არბიტრაჟის დიდი რეფორმის განხორციელების პარალელურად შეიქმნა 2009 წელს.

უკვე მეთორმეტე წელია ეთიკის ერთგულებითა და გადაწყვეტილებებით, რომელიც ყოველთვის იზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ინსტიტუტი საქართველოში მოქმედ არბიტრაჟებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ 3000-მდე დავა იქნა განხილული, რომელთა ცნობა - აღსრულების მაჩვენებელიც 99.8 %-ია.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი სერვისის განვითარებაზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, ისევე როგორც ჩვენი მოღვაწეობის 12 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ეთიკისა და ჩვენი პრინციპების ერთგულებით, მუდმივად შევძლებთ მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, რითაც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც სასამართლოს განტვირთვაში, ასევე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში.