კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული FC ლევან ჯანაშიას გუნდი გახდა. გუნდმა “ადვოკატის თასი” ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ FC ლევან ჯანაშიას გუნდი და FC BREAKING BAD, მარტჩი FC ლევან ჯანაშიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩისერთადერთი და გადამწყვეტი გოლის ავტორი ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტი ოთარ მაჩაიძეა. ასევე,FC ლევან ჯანაშიას გუნდის მეკარე ნიკა აბუთიძე დასახელდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, რომელსაც ტურნირის მიმდინარეობისას კარში გოლი არ გაუშვია.

გუნდის შემადგენლობა: ნიკა აბუთიძე; გიგი მუმლაძე; ზაქარია შველიძე; გიორგი იოსავა; სანდრო ბიბილაშვილი; გიორგი სვანაძე; არჩილ გიორგაძე; ლევან ჯანაშია; ლაშა ცერცვაძე; ოთარ მაჩაიძე.

\\\"თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი\\\" ულოცავს გამარჯვებას FC ლევან ჯანაშიას გუნდს და უსურვებს წარმატებას!