კალკულატორი
დავის ღირებულება
მოსმენის ფორმა
მოსაკრებლის ოდენობა
2019 წლის 26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრის - სიმონ ტაკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა შედგა. სიმონი სამი წლის განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში (ჰამბურგი, მაქს-პლანკის შედარებითი და კერძო სამართლის ინსტიტუტი) მუშაობდა თემაზე „უცხოური ინვესტიციების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო საინვესტიციო რეჟიმთან“. ნაშრომში დეტალურად არის მსჯელობა იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომელიც, პრაქტიკოს იურისტებს, ხშირად გვხვდება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის გუნდი ულოცავს სიმონს სამართლის დოქტორის ხარისხს და უსურვებს მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!