20-21 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“.
ტრენერთა ტრენინგის პირველ ეტაპს უძღვებოდნენ: ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებული პროფესორი მარტინ გელტერი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ცერცვაძე.