კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

თეო კვირიკაშვილი


თეო კვირიკაშვილმა იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ამჟამად თეო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია კერძო სამართლის მიმართულებით.

2013-2015 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 2016 წელს ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას. 2017 წლიდან მუშაობს იურიდიულ კომპანია ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგში’’ და ამჟამად იკავებს უფროსი იურისტის პოზიციას.

თეო 2017-2018 წლებში მუშაობდა ასისტენტის პოზიციაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2018 წლის მეორე ნახევრიდან კი იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორი ბიზნეს-სამართლის მიმართულებით. ასევე, 2018 წლიდან თეო გახლავთ მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2017-2018 წლებში თეო გახლდათ მიწვეული მკვლევარი იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) ფარგლებში.

2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2018 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

2013 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს მრავალ ეროვნულ თუ საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარსა თუ ვორქშოფში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სტატია კომერციული სამართლის მიმართულებით.

ინტერესის სფერო: ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო კერძო, საარბიტრაჟო და საინვესტიციო სამართალი, ასევე, კონკურენციის სამართალი.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური.