კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

არჩილ გიორგაძე


არჩილ გიორგაძე შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. 2012 წლიდან 2018 წლამდე არჩილი იყო საერთაშორისო საადვოკატო ფირმა „დეკერტის” ქართველი პარტნიორი.
კერძო პრაქტიკის დაწყებამდე არჩილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს რკინიგზასა და საპარტნიორო ფონდში. იგი წარმოადგენდა საქართველოს და იცავდა მის ინტერესებს ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ჰააგა) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესში.
საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, არჩილი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტს სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორი. მისი მონაწილეობით დაფუძნდა ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, რომელიც ფინანსდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი გრანტით.
არჩილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ასევე არის ჰარვარადის სამართლის სკოლის მაგისტრი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.