კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

ოთარ მაჩაიძე


ოთარ მაჩაიძემ იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2013 წლებში მიიღო. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით. ამჟამად ოთარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

იგი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

2014 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ უფროსი იურისტი. აქტიური საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, ოთარი 2013 წლიდან გახლავთ „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარის თანაშემწე.

2014 წელს ოთარმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის მიმართულებით და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ოთარის პროფესიული ინტერესებია: სახელშეკრულებო სამართალი, სამოქალაქო პროცესი, საკორპორაციო სამართალი, არბიტრაჟი, მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები.

ოთარი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, აქვს რუსული ენის საბაზისო დონის ცოდნა.