კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

სიმონ ტაკაშვილი


სიმონ ტაკაშვილმა იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

2015 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად სწავლობს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით.

2013 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის სპეციალიზაციით და 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

სხვადასხვა დროს იყო საუნივერსიტეტო,  British American Tobacco (BAT) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა, და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიის მფლობელი. 2017 წელს სიმონი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ჰამბურგში „მაქს პლანკის სახელობის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში“, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული შვედეთში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტსა და შვედეთის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში.

გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სტატია სამართლის სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. ასევე, იგი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარების ერთ-ერთი თანაავტორი.

2016 წლიდან სიმონი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, 2017 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2018 წლიდან კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი.

2014 წლიდან დღემდე არის კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ უფროსი იურისტი. 

სიმონ ტაკაშვილის პროფესიული ინტერესებია: საერთაშორისო კერძო, საარბიტრაჟო და საინვესტიციო სამართალი, ასევე, შრომის სამართალი, საკორპორაციო და საბანკო სამართალი.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, თურქული.